ექსკლუზიური ინტერვიუ კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ მუბარიზ მამედოვთან
15.03.2012
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთან მუბარიზ მამედოვთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მამედოვი კონტროლის პალატის თანამშრომლების მხრიდან დაკითხვის პროცესში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
- როდის იყავით დაკითხვაზე?
- 12 მარტს ვიყავი საკრებულოს შენობაში დაკითხვაზე. მითხრეს, რატომ ხარ ოპოზიციაში, კონტროლის პალატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. გვარი არ ვიცი, სახელი ემზარი. ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენაზე ხელმოწერების შესაგროვებლად რატომ დადიოდიო. რამდენს გაძლევენო? არაფერს არ მაძლევენ მეთქი. მე ჩემს ფულს ვხარჯავ. რათა ხარჯავ შენს ფულსო? შენი საქმე არ არის მეთქი. ჩემი ფულით ვასხამ ბენზინს, ჩემი ფულით მივდივარ და მოვდივარ მეთქი. მერე მითხრა ხელი მოაწერეო, რაღაც ქაღალდი ჰქონდა. უარი ვუთხარი. დამემუქრა, ციხეში წახვალ. ციხეში რომ წახვალ, მოგკლავენ და შენი შვილები უპატრონოდ დარჩებიანო. მერე ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა (კონტროლის პალატის მეორე თანამშრომელი) და იმან მითხრა, შეიძლება ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, ეტყვის თათრები გაყარე, საქართველოდან წავიდნენ აზერბაიჯანშიო. მე გავბრაზდი, ბიჭო, სისულელეს ნუ ლაპარაკობ. მე თათარი არა ვარ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. აქ ვარ დაბადებული, აქ მოვკვდები, აქედან სად უნდა წავიდე მეთქი. მერე ჩხუბი მოგვივიდა. მერე კიდევ მომცეს ოქმი, თვითონ გაამზადეს, ხელი მოაწერეო, პროკურატურას გადაგცემთო.
- რა მიზეზით გადაგცემთო პროკურატურას, არ უთქვამთ?
- რაზე და რატომ ხარ ოპოზიციაშიო. მე ვუთხარი, ომში რომ ვიყავი, სად იყავით მაშინ მეთქი? ბოლო დროს ცხინვალში ომი რომ დაიწყო, მე მანდ ვიყავი, მოხალისედ ვიყავი მაშინ, რატომ არ მოხვედით, არ მითხარით, მამედოვ, ომში რად მიდიხარ? ომი რომ იქნება კიდევ წავალ, ჩემი დედამიწაა, საქართველოს მოქალაქე ვარ. მე სად ვიქნები, ოპოზიციაში ვიქნები თუ მთავრობაში, ეს თქვენი საქმე არ არის მეთქი. ბოლოს ისე დავტოვე, ხელი არ მოვაწერე მაგათ საბუთს.
- დაკითხვას ადვოკატი ესწრებოდა?
- ადვოკატი არ შეუშვეს.
- თქვენც გაგჩხრიკეს დაკითხვამდე?
- კი. აპარატი ჰქონდათ, იმით შემამოწმეს. გაიხადე სულ კურტკაო. მე ვუთხარი არაფერი არა მაქვს მეთქი, რა ხდება, პარლამენტში ხომ არ მივდივართ, რა იყო მეთქი. 24 პოლიციელი იყო.
- ფეხსაცმელებიც დაგახდევინეს?
- ხო, ფეხსაცმელიც და სულ, სულ სულ..
- ფეხსაცმელი რატომ დაგახდევინეს, არ უთქვამთ?
- აი, ქვეშ რამე არ იყოს, პატარა კამერა, რაღაცეები, ფეხსაცმელს გახედეს ასე, შიგნით რა უნდა იყოს. აქეთ შარვალი, სიცილით მოვკვდი. ჯიბეში რა გაქვსო? ფული მაქვს მეთქი. ამოიღეო, თან ახლო მოდიოდა. ახლო არ მოხვიდე, შორიდან შემამომწმე მეთქი. გასინჯეს, ჯემპრი გამხადეს. დავრჩი მაიკით. სამი საათი მოუნდა ჩემს დაკითხვას.
- რას გეკითხებოდნენ სამი საათის განმავლობაში?
- რა ინტერესი გაქვს, რატომ ხარ მანდ, ოპოზიციაში. მე ვუთხარი, ჩემი ნებაა, ჩემი საქმეა, შენი საქმე არ არის რაზე ვარ ოპოზიციაში მეთქი. ჩვენ, აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ რომ ხუთიანი მოვხაზეთ, იმიტომ ხართ აქ, უკვე გეყოფათ, 8 წელია პრეზიდენტია და ეყოფა მეთქი“.
სახელი: Alvaro
2012-03-30 19:32
I agree with Brian. Sometimes the ideal of "keeping it local" isn't the best strategy. There are times where it makes sense to bring in a fresh vsperectipe. I imagine that is what the Chamber decided based on feedback they received from the community and their plans for the future. Maintaining the same staff or drawing from the same pool can create stagnant organizations. The only way to break up the stagnancy is to bring in some new ideas and fresh vsperectipes via new leaders. Locally, Stan Olson is a good local example of this strategy. He brought a lot of change for the Boise School district some are welcomed and some are not. However, our schools now have many progressive programs that we did not have before he arrived. For those that don't embrace change, it is often viewed as a negative. For those that embrace change, a leader from afar hired through a fair process is viewed as a shot in the arm toward improvement.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

