კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტები „სტუდენტურ ბლოგზე“ წერის გამო სცემეს

15 მარტი, 2012

თაზო კუპრეიშვილი, ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისა და ბლოგერის, თორნიკე უსტარაშვილის მეგობრები აცხადებენ, რომ ისინი „სტუდენტურ ბლოგზე“ გამოქვეყნებული თვითმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო სცემეს.

სტუდენტური ბლოგის დამფუძნებელმა თორნიკე უსტარიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ორი მეგობარი - ზვიად მამფორია და გიორგი კოპალეიშვილი – თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა 14 მარტს სცემეს.

„ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მოვდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად. უცბად დაახლოებით რვა კაცი გარს შემოგვეხვია და გვერდზე გავიდეთო. ძალის გამოყენებით ჩემი ორი მეგობარი გაიყვანეს მესამე კორპუსისკენ, მე მანამდე პატრულის გამოძახება მოვასწარი. სანამ მოვიდა ეკიპაჟი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს, ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მათგან ორის ამოცნობა შეგვიძლია, ერთ-ერთი იყო ბექა ახლოური - სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი. მეორე იყი დათო ხეჩიკაშვილი, ასევე თვითმმართველობიდან. მათი მხრიდან იყო მუქარები - „თუ კიდევ გააგრძელებთ წერას ბლოგზე“ და ა.შ. ამ წუთებში პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანაა უნივერსიტეტთან და ოქმებს ადგენენ“, - ამბობს უსტარაშვილი.

უსტარაშვილის ნაცემმა მეგობარმა, ზვიად მამფორიამ კი „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ თვითმმართველობის წევრებმა ის და გიორგი კოპალეიშვილი თსუ-ს მესამე კორპუსის ნულოვან სართულზე სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. უნივერსიტეტის დაცვა კი მხოლოდ საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა.

თსუ-ს დაცვის სამსახურის წევრებმა, კითხვაზე, რატომ ვერ შენიშნეს სტუდენტების ცემის ფაქტი უნივერსიტეტში, „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „დაცვის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იყო“ და თუ რა მოხდა, სამართალდამცავები გაარკვევენ.

თორნიკე უსტარაშვილი და მისი მეგობრები უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა. ზვიად მამფორია კი სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა გასინჯეს.

სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დაუკითხავთ თვითმმართველობის ის წარმომადგენლები, ვისაც სტუდენტები ცემაში სდებენ ბრალს.

„სტუდენტურმა ბლოგმა“ არაერთხელ გამოაქვეყნა თსუ-ს თვითმმართველობის წევრების „ფეისბუქზე“ მიმოწერის ამსახველი ე.წ. სქრინშოთები, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სტუდენტები ერთმანეთს არიგებდნენ, თუ როგორ მიეღოთ პრივილეგირებული სამუშაო ადგილები სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში და  როგორ ეწარმოებინათ ანტიოპოზიციური ინტერნეტკამპანია.

უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი: „დაცვის უფროსმა უკვე გამოიძახა პატრული. ყველა ვიდეომასალას პატრულს გადავცემთ და სრულად დავეხმარებით გამოძიებას. იმედია, დაზარალებულები, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მისცემენ ჩვენებას პატრულს“. რექტორმა კომენტარი ნეტგაზეთთანაც  გააკეთა.

„უნივერსიტეტის მესამე კორპუსის ეზოში მოხდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, რის შედეგადაც ორი სტუდენტი დაზარალდა. მათგან ერთი ძალიან ნაცემია, საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება. უნივერსიტეტის დაცვის მიერ გამოძახებული იყო ასევე პატრული. ამჟამად, პატრულის გარდა, უნივერსიტეტში მოსულია გამომძიებელიც. იღებენ ჩვენებებს. ჩვენ, უნივერსიტეტი, როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად დავეხმარებით გამოძიებას. მსგავსი ძალადობის ფაქტი უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს. ეს უნდა აღიკვეთოს მაქსიმალური სიმკაცრით. პირადად მე ვთხოვ სამართალდამცველებს, რომ ბოლომდე გამოიძიონ ეს ფაქტი“, - აცხადებს კვიტაშვილი.

ვიდეო

წყარო: ნეტგაზეთის სტატიები:

სტუდენტები თავიანთი ცემის შესახებ

კვიტაშვილი უნივერსიტეტში ცემის ფაქტის ბოლომდე გამოძიებას ითხოვს

ახალი ამბები