23:09, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, სექსუალური ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება

15.03.2012

სალომე აჩბა

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის ჩადენა რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი,  სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. პარლამენტს კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე წარედგინა.

როგორც კანონპროექტის ავტორებმა განაცხადეს, კანონპროექტი რასიზმისა და  შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა. ამ რეკომენდაციით ევროპული კომისია საქართველის ხელისუფლებას მოუწოდებდა, განეხორციელებინა საკნანონმდებლო ცვლილება, რითაც რასიზმის მოტივით ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ტიპის დანაშაულისთვის დამამძიმებელ გარემოებად დადგინდებოდა.

კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში  დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული მიკუთვნების ნიშნით დამამძიმებელ გარემოებად ცალკე გამოყოფილი არ იყო, რასაც ლგბტ პირების უფლებადამცველი ორგანიზაციების საპროტესტო განცხადება მოჰყვა. ისინი დამძიმებელი გარემოებების მოტივთა ჩამონათვალში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დამატებასაც ითხოვდნენ. უფლებადამცველების ინიციატივა პარლამენტში 14 მარტის მოსმენისას გაითვალისწინეს და დანაშაულის ჩადენა, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაცი ნიშნით, ასევე ჩაამატეს დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალში.

კოდექსში შესატანმა ცვლილებებმა პარლამენტში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმცირესობის წევრ ჯონდი ბაღათურიას აზრით, კოდექსში შესატანი ცვლილებები საეჭვოდ დაემთხვა ბათუმსა და ახალციხეში მეჩეთების რესტავრაციის საკითხს.

„მე  და ჩემს პოლიტიკურ გუნდს  დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანის დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით.  მადლობა ღმერთს, ასეთი რამ ქართველ ერს არც წარსულში ახასიათებდა და არც ახლა, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს. რაც შეეხება კანონის გამკაცრებას, ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში, მე ის კონტექსტი, რაშიც ცვლილებები ხდება, ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია. მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ეს ცვლილებები მიაბა თავის დაუძლეველ წყურვილს - საქართველოში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა. გარკვეუწლიად, კანონის გამკაცრება, შესაძლოა, იყოს მუქარა იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც მეჩეთის აშენების წინააღმდეგია“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.

კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე: „მსგავსი სახის კანონმდებლობა ევროპის ბევრ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს. გარდა ამისა, ეს ცვლილებები ევროპული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა, წინა რედაქციასთან შედარებით, მაქსიმალურად გააფართოვა დისკრიმინაციის ნიშანთა ჩამონათვალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიდგომაა. დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანისადმი გარკვეული ნიშნების გამო სიძულვილი, უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე ჩვეულებრივი დანაშაული“.

გიორგი გოცირიძის აზრით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები  რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა ნიშნით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მექანიზმიც იქნება.

წყარო: religiebi.info

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC