კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილი პატარა სტალინია, მაგრამ - უნიჭო“

15 მარტი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტს „პატარა სტალინი“ უწოდა.

„გაუგებარი ახალი ორგანო ჩამოაყალიბეს. კონტროლის პალატა პროკურატურაზე დიდი გახდა თითქოს. იბარებენ ხალხს გაუგებარი მოთხოვნებით. მე პირობას გაძლევთ, რომ იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც თქვენ გაყენებენ, ათმაგად აგებენ პასუხს. ეს ესე არ დარჩება. მოვუწოდებ ყველა შემსრულებლებს, არ მინდა, რომ ერთი კაცის სამსახურს გადაყვეს ყველა. მინდა გაგებით მოეკიდოთ, რომ ხელისუფლების ბევრი მოხელე თვითონაა მსხვერპლი იმ ძალადობისა, რაც მოდის ერთი კაციდან. ერთი მშიშარა კაცი ახერხებს და ამყარებს ასეთ ძალადობას. დიდი ხნით არა, შემოდგომამდე მოვითმინოთ. დაცვით პოზიციაში ვართ დღეს ჩვენ. ჩვენ გვაქვს გეგმები, გვაქვს პროგრამა, ცოტა ხანში ნელ-ნელა დავიწყებთ ხალხის გაერთიანებას, დავიწყებთ სულისკვეთების წამოწევას, აღზევებას და ისინი დაიწყებენ უკან დახევას.

დღეს არის მათი პარპაშის პიკი, რამეთუ არაფრად არ აგდებენ არავის და არაფერს, კანონი გადათელეს და დაიდეს ფეხქვეშ. ცენტრალიზებულად არის ეს აგებული, მოდის ერთი კაციდან და ვრცელდება. პატარა სტალინია, სტალინი ახერხებდა ესეთ რაღაცეებს. უნიჭო კაცია ოღონდაც, ძალიან უნიჭო კაცია, რომ საკუთარ ხალხს ასე ექცევა და საკუთარი შიში ვერ დაუძლევია და ამ შიშის საფუძველზე უნდა, რომ გააწვალოს და გააწამოს მოსახლეობა, რაც ხდება დღეს რეალურად. ცოტა დრო დარჩა, ცოტაც გავუძლოთ კახელებო და ყველაფერი ისე იქნება, როგორც გაგიხარდებათ. წყნარი ხალხი, ვერავინაც ვერ დაგჩაგრავთ. კახელებს იმდენი ნაომარი აქვთ, იმდენი სისხლი ჩაუქცევიათ საქართველოს გადარჩენაში. მაგაზე გადაიარა ყველაზე დიდმა უბედურებამ. ერთი გაუწონასწორებელი კაცი რას გვიზამს ასეთი ისტორიის მქონე ხალხს“, - მიმართა ივანიშვილმა მხარდამჭერებს.

მისივე თქმით, სააკაშვილი აღარც ბათუმში აღარ უყვართ, აღარც სხვა რეგიონებში. „მაგან დასადგომის ძიება უნდა დაიწყოს უკვე. თუმცა ჩემი სურვილი იქნება, ისე მოიქცეს და კიდევ დარჩა მაგას ცოტა დრო, ხვალ, ზეგ ბოდიში რომ მოიხადოს, ქართველი ხალხი სულგრძელია და შეუძლია, აპატიონ. მე არ მინდა, რომ ვინმე ქართველი გაიქცეს და დაიღუპოს. დასაღუპი და დასაქცევი ქართველი არც ერთი არ მეგულება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იქნებ გააცნობიეროს, რაღაც მოხდეს და გაჩერდეს, მაგრამ ეშმაკი არ აჩერებს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები