კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: კონტროლის პალატა სადამსჯელო ორგანიზაციად იქცა

15 მარტი, 2012

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, კონტროლის პალატა სადამსჯელო ორგანიზაციად იქცა. „თუ აქამდე ასეთი გვყავდა კუდი და სოდი, ახლა მესამე გესტაპო შეემატა კონტროლის პალატის სახით“, - განუცხადა სუბარმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მისი თქმით, ადამიანების დაკითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აგროვებდნენ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს, კანონის დარღვევაა. „ის, რასაც აკეთებს ქალბატონი მოგელაძე, არის ჩვეულებრივი დანაშაული, რომლისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის წესით და აგებს კიდეც. როცა ადამიანს ხდიან ლამის საცვლებსაც კი და უტარებენ დაკითხვებს, შეურაცხყოფენ, ამცირებენ და ემუქრებიან, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველმა უნდა მოახდინოს რეაგირება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები