კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტებს სამეცნიერო ნაშრომებში რუსული ლიტერატურის გამოყენებაზე გარკვეული ლიმიტი დაუწესდათ

19 მარტი, 2012

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტებს ყველა სახის სამეცნიერო ნაშრომში რუსული ლიტერატურის გამოყენებაზე გარკვეული ლიმიტი დაუწესდათ.

შესაბამისი ბრძანება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის ხელმოწერით ძალაში 13 მარტს შევიდა.

ბრძანების თანახმად, „იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე შესრულებულ (რეფერატი, წინასამაგისტრო და სამაგისტრო ნაშრომი, დოქტოპრანტის სემინარი, კოლოქვიუმი, სადისერტაციო ნაშრომი), ასევე „სამართლის ჟურნალში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ყველა სახის სამეცნიერო ნაშრომში მითითებული რუსულენოვანი წყაროები ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის საერთო ოდენობის ერთ მეხუთედს არ უნდა აღემტებოდეს“.

იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული „პირველთან“ საუბრისას აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა აღშფოთებას „უსაფუძვლოსა და ტყულად ატეხილ დიდი აჟიოტაჟს“ უწოდებს.

„თსუ-ის საიტზე ბრძანებას ნახავთ შესაბამისი ახსნა-განმარტებით“, - აღნიშნა ბურდულმა.

თსუ-ის საიტზე დეკანის 16 მარტით დათარიღებულ ბრძანების თანახმად, „იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ნაშრომებში მითითებულ სამეცნიერო წყაროთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 4/5 დასავლეთევროპულ ენებზე შესრულებულ ლიტერატურას უნდა შეადგენდეს“.

„საქართველოში კონტინენტურ-ევროპული და ანგლო-ამერიკული იურიდიული სისტემების რეცეფციის, კონტინენტურ-ევროპული სამართლის განვითარების ხელშეწყობის, თანამედროვე ევროპული იურიდიული აზროვნების ჩამოყალიბების, განვითარებისა და მასთან დაახლოების, მსოფლიოს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცესთან საქართველოს ინტეგრაციის, დასავლური იურიდიული კვლევის ხელშეწყობის, სამართლის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენის, კვლევის თანამედროვე საერთაშორისო პრინციპების დანერგვის მიზნით, იურიდიული ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე შესრულებულ (რეფერატი, წინასამაგისტრო და სამაგისტრო ნაშრომი, დოქტორანტის სემინარი, კოლოქვიუმი, სადისერტაციო ნაშრომი), ასევე „სამართლის ჟურნალში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ყველა სახის სამეცნიერო ნაშრომში მითითებულ სამეცნიერო წყაროთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 4/5 დასავლეთევროპულ ენებზე შესრულებულ ლიტერატურას უნდა შეადგენდეს, გარდა თემის სეციფიკიდან გამომდინარე გამონაკლისი შემთხვევებისა“, - ნათქვამია ბრძანებაში.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები