კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ სკვერში მშენებლობისა და მოქალაქეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის აღკვეთას ითხოვს

19 მარტი, 2012

ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა აგლაძის #26-ში, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად საპროტესტო აქცია და პრესკონფერენცია გამართა.

მოსახლეობა შეშფოთებულია აგლაძის ქ. #26-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში მოსალოდნელი მშენებლობით, აგრეთვე იმით, რომ ქალაქის ხელისუფლება მათ უზღუდავს საკუთრების უფლებას, კერძოდ - კორპუსის მცხოვრებლებს თბილისის ზედამხედველობის სამასახური თავიანთი ფართების კომერციული მიზნებით გამოყენებას უკრძალავს.

აქცია-პრესკონფერენციაზე „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ სკვერში მშენებლობა ეწინააღმდეგება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებს, მათ შორის:

1. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას - ქ. თბილისის სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო.

2. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას -  ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.

3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას - დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.

4. პარლამენტის დადგენილებას - საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბარებისა და სკვერების დაცვის შესახებ.

5. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას - ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერების, და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.

6. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს.

რაც შეეხება მოქალაქეთა საკუთრების უფლების შეზღუდვას, ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი) განსაზღვრული საკუთრების უფლება.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი ითხოვს  თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს მოსახლეობის   საკუთრების უფლების შეზღუდვა და სკვერებში მშენებლობა-განაცხადა ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი

ახალი ამბები