კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ტელეიმედის“ შემდეგ, „გლობალ TV“-იდან გათიშვას „რუსთავი 2“-იც ითხოვს

19 მარტი, 2012

საკაბელო ტელევიზია „გლობალ TV“-ის აბონენტებისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა 27 მარტიდან შეწყდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გლობალ TV“-ის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა, ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ შემდეგ, „გლობალ TV“-მ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისგან მიიღო წერილი, რომელიც 27 მარტიდან „გლობალ TV“-ის მეშვეობით მაუწყებლობის შეწყვეტას ითხოვს.

ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, საკუთარ წერილში „რუსთავი- 2“-მა გათიშვის მოთხოვნის მიზეზად საკაბელო ტელევიზია „კავკაზუს TV“-სთან თანამშრომლობა დაასახელა, ტელეკომპანია „იმედმა“ კი - „ბლექსი სატისთან“ თანამშრომლობა, რომელიც ამ ეტაპზე არ მაუწყებლობს.

ბაზლაძის თქმით, ნაციონალური არხების მხრიდან ეს ტენდენცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 მარტს „გლობალ TV“-მ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ ტელეკომპანია „მე-9 არხთან“ მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ზურაბ ბაზლიძეს მიაჩნია, რომ ტელეკომპანიების ეს ნაბიჯი მომხმარებლების უფლებებს არღვევს. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, „გლობალ TV“-ში აბონენტთა გადინება ამ დროისთვის არ ფიქსირდება. აბონენტების შენარჩუნების მიზნით, კომპანია ახალი სატარიფო პაკეტებისა და მომხმარებლებისთვის სხვა ტელეკომპანიების შეთავაზებას გეგმავს.

საკაბელო ტელევიზია „გლობალ TV“-ის აბონენტებისთვის ტელეკომპანია „იმედის“ ტრანსლირება 15 მარტიდან შეწყვეტილია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები