11:45, Wednesday, 22.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩოჩელების ახალი ლუდი „ზედაზენი“ რამდენიმე დღეში გამოვა

19.03.2012

მანანა ვარდიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში რამდენიმე დღეში ახალი ლუდსახარში გაიხსნება. საწარმოს „ზედაზენი“ ერქმევა. ახალი ლუდსახარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა, იაგო ჩოჩელია.
 
როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს საწარმოში განუცხადეს, „ზედაზენი“ პირველ ეტაპზე ბაზარზე 10-მდე დასახელების ლუდს გამოუშვებს.
 
ლუდის ქარხანაში 75 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი საწარმო ალკოჰოლური სასმელების გარდა სუსტალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, მათ შორის ხილის წვენების წარმოებასაც გეგმავს. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 400 000 ჰექტოლიტრი ლუდისა და 300 000 ჰექტოლიტრი ლიმონათის წარმოებაზეა გათვლილი. საწარმოს ხელმძღვანელობა პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც აპირებს. ქარხანა ჩეხურმა კომპანიამ „ZVU POTEZ“-მა დააპროექტა. 
 
ჩოჩელების ახალი ლუდსახარშ საწარმოში სულ 700 ადამიანი დასაქმდება. 
 
„ზედაზენი“  სს „ქართული ლუდის კომპანიას“ ეკუთვნის. „ქართული ლუდის კომპანიაში“ იაგო ჩოჩელის პარტნიორები არიან პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ამავე დროს ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პე ფარმასა“ და კლინიკათა ქსელ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მფლობელია და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათელა თურნავაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ 100%  შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ ეკუთვნის.
 
ლუდის წარმოება ჩოჩელებისთვის კარგად აპრობირებული საქმეა. აგვისტოს ომამდე ახალგორში ლუდის ქარხანა ფუნქციონირებდა, სადაც ქართული ლუდი „ლომისი“ ისხმებოდა. „ლომისის“ საწარმო მცხეთა - მთიანეთის ამჟამინდელი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის მიერ იყო დაარსებული. „ლომისის“ ლუდის ქარხანა მუშაობას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც ახალგორი რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ოსური მედიის ინფორმაციით, „ლომისის“ ყოფილ ქარხანაში სამი სახეობის ლუდი - „ალუტონ“, „ჟიგულევსკოე“ და „კარლოვ მოსტ“ ჩამოასხეს. თუმცა, ამჟამად ეს საწარმო დალუქულია.
 
 ლუდის ქარხანა „ნატახტარი“ კი იაგო ჩოჩელს ეკუთვნოდა. „ნატახტარი“ მან რამდენიმე წლის წინ Efes Beer International-ს  მიჰყიდა. Efes-თან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, ჩოჩელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლუდის ბიზნესში შესვლის უფლება არ ჰქონდა. Efes Beer International -თან დადებული კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ჩოჩელმა რამდენიმე პარტნიორთან ერთად სს „ქართული ლუდის კომპანია“ დააფუძნა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ლევან
2012-04-02 19:15
ვაკანსია არ არის?
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC