Amnesty International კონტროლის პალატის ქმედებების შესახებ
19.03.2012
სივილ ჯორჯია
16 მარტს საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური აქტივისტების და მხარდამჭერების „ფართომასშტაბიანი დაბარება“, რათა მათ „პასუხი გასცენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების და საქმიანობების შესახებ კითხვებს, დაშინების ეფექტს ქმნის და თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დარღვევის რისკს ქმნის“.
კონტროლის პალატამ მიმდინარე კვირას, რეგიონებში ივანიშვილის კოალიციის ათობით, ზოგიერთი მონაცემებით ასზე მეტი, აქტივისტი და მხარდამჭერი დაიბარა, როგორცთავად აცხადებს, ოპოზიციური პარტიების ფინანსების მონიტორინგის მიზნით.
Amnesty International შეშფოთებულია იმის გამო, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ოპოზიციური პარტიების წევრების და მხარდამჭერების ფართომასშტაბიან დაკითხვას თან ახლდა ცნობები იმის შესახებ რომ ეს ხდებოდა სამართლებრივი გარანტიების დარღვევით და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინებით“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი განცხადებაში.
Amnesty International-ის განცხადებით, მან მიიღო ცნობები, რომ დაკითხვა ხშირად „აგრესიული ფორმით მიმდინარეობდა, პოლიციის უამრავი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლის დროსაც ხდებოდა ადამიანების არასასურველი ჩხრეკა და მათი პირადი პოლიტიკური შეხედულებების და საქმიანობების შესახებ კითხვების დასმა და ხშირად ეს ხდებოდა ადვოკატის ყოლის უფლების არ ქონის ფონზე“.
„მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრების და სავარაუდო მხარდამჭერების შერჩევითი შემოწმება, ის ფორმა, რითაც ბევრი შემოწმება განხორციელდა, დასმული კითხვების შინაარსი და იმ პირთა დიდი რაოდენობა, რომლებიც დასაკითხად დაიბარეს, გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა Amnesty International–მა.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „უზრუნველყოს, რომ ინდივიდუალური პირების დაკითხვის კუთხით კონტროლის პალატის უფლებამოსილებები მხოლოდ კანონის მიზნებისთვის და მის ფარგლებში გამოიყენებოდეს“.
Amnesty International-ის განცხადება
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

