კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში უცხოური საელჩოების თანამშრომლები გააკრიტიკა

19 მარტი, 2012

საქართველოს პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობისას საქართველოში უცხოური საელჩოების თანამშრომლები გააკრიტიკა.

მიხეილ სააკაშვილმა საელჩოს თანამშრომლებსა და ძველ ბიუროკრატიულ სახელმწიფო აპარატს შორის პარალელები გაავლო.

„რომ გავიხსენოთ, რა არ უნდა დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის არ არის აუცილებელი, გადავიდეთ მეზობელ ქვეყანაში და, რომელიმე საგზაო პოლიციის თანამშრომელს შევხვდეთ. მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს, უცხოელებიც და სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. რატომ ეპყრობიან იცით ასე -  ჰგონია, რომ ის არის უფროსი და მას შეუძლია დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს, დაგამციროს და ამით სიამოვნება მიიღოს. ასეა ბევრ ქვეყანაში. ეს ხდება ჩვენს საელჩოებში, უცხოურ საელჩოებში, მათ შორის - განვითარებული ევროპული ქვეყნების“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველ ჩინოვნიკებში გამჯდარი იყო ფეოდალური მენტალიტეტი და ეს ყველაფერი კორუფციაში გადადიოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს იყო საქართველოში რამდენიმე წლის წინ და ეს მენტალიტეტი შეიცვალა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები