კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი მელაშვილი: ყველა ის მუხლი, რომელიც იწვევდა შეშფოთებას, ამოღებულია

20 მარტი, 2012

კამპანია  „ეს შენ გეხებას“  წარმომადგენლები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან თანამშრომლობას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მხრივ სერიოზული ცვლილებები გათვალისწინებული იქნა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „არჩევნის თავისუფლებისთის“ წევრმა ირაკლი მელაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებები უახლოს მომავალში შევა.

„საერთოდ ამოვიდა კანონიდან პირდაპირი და არაპირდაპირ დაკავშირებული პირის ცნება, კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება შეზღუდვები დაუწესოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპატიის გამოხატვის გამო, კონკრეტულად გაიწერება ნორმები, რომლითაც კონტროლის პალატამ უნდა იხელმძღვანელოს. კონროლის პალატას შეზღუდვების დაწესება შეეძლება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლის ხარჯები და არა შემოსავლები უკავშირდება პოლიტიკური პარტიის ხარჯებს ანუ ფულს ხარჯავს უშუალოდ საარჩევნო კამპანიაზე. კონკრეტულად გაიწერა ყადაღის მუხლები და ყადაღა დაედება არა მთელ ქონებას, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც სადაოა და ეს საკითხი სასამართლოს მეშვეობით 24 საათში უნდა გადაწყდეს. ფაქტიურად, ყველა ის მუხლი, რომელიც იწვევდა შეშფოთებას ამოღებულია“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

http://opinion.ge

ახალი ამბები