კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი 2 მილიონ 725 970 ლარით დააჯარიმა

20 მარტი, 2012

კონტროლის პალატამ „უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით“ ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი „უკანონო დაფინანსების“ - 272 597 ლარის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.

როგორც კონტროლის პალატის 20 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის მიერ, პირადი ანგარიშიდან ააიპ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე, რომლის საერთო ოდენობა 406 525 ლარს შეადგენდა.

„საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272 597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან. უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების - 272.597 ლარის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები