აკაკი ბობოხიძე: „აშშ-ის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივებს ვერ მისცემს“
21.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე იმეორებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივებს ვერ მისცემს. ამის შესახებ ბობოხიძემ პირველად გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვერსიის“ ჟურნალისტმა მას საქართველოს კონტროლის პალატის რეპრესიულ მოქმედებებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის შეშფოთების თაობაზე სთხოვა კომენტარი.
„ვერსიაში“ ბობოხიძის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა დეპუტატს დამატებით სთხოვეს, განემარტა, კონკრეტულად რას გულისხმობდა თავის სიტყვებში. როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების უპირველესი და მოქმედების მთავარი მოტივი არის საქართველოს მოსახლეობა და არა ამერიკის ელჩი. ბობოხიძის ვიდეოკომენტარს პალიტრა ტვ ავრცელებს.
„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საქართველოში ზის აშშ-ს ვიღაც წარმომადგენელი და მისი სიტყვა არის გადამწყვეტი მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის. არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არამედ ნებისმიერი ელჩის პოზიცია არის ანგარიშგასაწევი, მაგრამ ეს არ არის დირექტივა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივას ვერ მისცემს, მაგრამ თუ მაინც აძლევს ასეთ დირექტივას და ხელისუფლება იღებს, მე ასეთი არც ხელისუფლება მინდა და არც ელჩი. ვერ გავიგე, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ თუ ამერიკის შეერთებული შტატების მარიონეტზე“, - განაცხადა ბობოხიძემ და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი.
ბობოხიძის განცხადებებს საპარლამენტო ოპოზიცია გამოეხმაურა. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, „გონს მოეგოს“. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ვეფხვაძემ განაცხადა, რომ უხერხულია, როცა უმრავლესობის წევრები ასეთი ტონით საუბრობენ იმ ქვეყნის ელჩზე, რომელთანაც საქართველოს პარტნიორობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.
„ჩვენ გვაქვს საფრთხეები და თუ ამ საფრთხეების წინაშე ერთი ერთზე დავრჩით, ეს რასაც მოუტანს ქვეყანას, კარგად ვხვდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ხარჯზე, აპირებენ ქვეყანა გაწირონ. მე ასე შევაფასებდი მათ განცხადებებს და მოვუწოდებ, გონს მოეგონ, რადგან ერთი ერთზე რუსეთის ან სხვა საფრთხეების წინააღმდეგ მარტო დარჩენა ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
Humanrights.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

