კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის სამინისტროს ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა მიეცა

22 მარტი, 2012
თავდაცვის სამინისტროს ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა მიეცა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ოდენობა, სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოები და ა.შ.

ცვლილებების მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოები წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიურ მინიმალურ თანამდებობრივ სარგოებს და მათი გაზრდა შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ბრძანება საკანონდმებლო მაცნეში 19 მარტს გამოქვეყნდა, თუმცა მისი ამოქმედების ვადად, 2012 წლის 1 მარტია დასახელებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები