კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუ ქუთელია შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ალასანიას ბრალდებას უარყოფს

23 მარტი, 2012

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 21 მარტს განაცხადა, რომ ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერის და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი მასალები „არ შეიცავს არანაირ ღირებულ ინფორმაციას“.

ირაკლი ალასანიამ 20 მარტს განაცხადა, რომ სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე მასალას უშიშროების საბჭოს აწვდის რეაგირების მოსახდენად. მისი თქმით, ეს დაჯგუფებები პრეზიდენტის დავალებით იქმნება და ამის შესახებ გააჩნია კონკრეტული მასალები –  „სრული ინფორმაცია მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ“.

„საქართველოში არ არსებობს არანაირი არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები“, – განუცხადა ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს 21 მარტს, „არსებობს მხოლოდ პოლიცია, შეიარაღებული ძალები, რეზერვი და ეს შენაერთები ფუნქციონირებენ კანონის სრულ შესაბამისობაში. ბრალდებები, რომ თითქოს ისინი არიან არაფორმალური სამხედრო ორგანიზაციები ან მოხდეს ე.წ. ჰომსის ან სირიის სცენარის წინასწარმეტყველება საქართველოში, არის აბსურდი და მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია“.

„წარმოდგენილი მასალები არ შეიცავს არანაირ ღირებულ ინფორმაციას; იქ არის მხოლოდ გვარები და სახელები ჩამოთვლილი, ძირითადი ნაწილი არის მოქმედი ან ყოფილი სამხედროების ან პოლიციელების“, – განაცხადა ქუთელიამ.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები