კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უილიამ ლაჰიუ საქართველოში უკანონო ბანდფორმირებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა

23 მარტი, 2012

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, NATO/PFP-ის მეკავშირე ოფიცერი სამხრეთ კავკასიაში უილიამ ლაჰიუ საქართველოში უკანონო ბანდფორმირებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა.
 
როგორც „პირველისთვის“ გახდა ცნობილი, ამ საკითხთან დაკავშირებით ლაჰიუ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა.
 
შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ინიციატივით გაიმართა და მასზე უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შექმნის შესახებ ალასანიას ხელთ არსებული ინფორმაციის გარდა, საარჩევნო გარემოს საკითხი განიხილეს.
 
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში გამგზავრებამდე ირაკლი ალასანია აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასსაც შეხვდა.
 
ორივე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
 
შეგახსენებთ ასევე, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ინფორმაციით, სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებებია შექმნილი და ისინი რეზერვს არ წარმოადგენენ. ალასანია ვარაუდობს, რომ არჩევნებში მისთვის მიუღებელი შედეგის შემთხვევაში ხელისუფლება მათ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის გამოიყენებს. უკანონო ბანფორმირებების შესახებ მასალები ალასანიამ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა.
 
როგორც უშიშროების საბჭოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ირაკლი ალასანიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამება“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები