20:53, Friday, 31.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბიბლიოთეკარი სკოლის დირექტორს უფლებების შელახვაში ადანაშაულებს

23.03.2012

ალექსი ბეჟანიშვილი

პედაგოგთა შრომითი უფლებების დარღვევები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის ინფორმაციით, პროფკავშირებს მრავალი პედაგოგი მიმართავს საჩივრით. რამდენიმე დღის წინ პროფკავშირებს და ადამიანის უფლებათა ცენტრს ქალაქ ტყიბულის #7 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი, იზოლდა ბარბაქაძე დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას იზოლდა ბარბაქაძე აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა დავით ყიფიანმა იგი სამსახურიდან უკანონოდ და უხეში ფორმით გაათავისუფლა: „ძალიან უხეშად და უზრდელად მელაპარაკა თანამშრომლების თანდასწრებით. გამომიცხადა, რომ მათავისუფლებდა სამსახურიდან, რადგან სკოლას, თურმე, არა აქვს საშუალება ხელფასი გადამიხადოს. არადა, პენსიაზე გასვლამდე რამდენიმე თვე მრჩება და თან 50-ლარიან ხელფასზე ვმუშაობ. რა ისეთი ტვირთი იყო სკოლისთვის ეს 50 ლარი, როცა თვითონ დირექტორს 500 ლარამდე აქვს ხელფასი მცირეკონტინგენტიან სკოლაში?! მით უმეტეს, მოსწავლეებს ძალიან სჭირდებათ ბიბლიოთეკა საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდით, რომლის შენარჩუნებაც აქამდე შევძელი. ახლა, ალბათ, ამ ბიბლიოთეკასაც გააუქმებენ“.

იზოლდა ბარბაქაძის გადმოცემით, დირექტორის უხეშობის გამო მან ისეთი სტრესი მიიღო, რომ ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. დიდთოვლობის გამო იგი მაშველთა დახმარებით გადაიყვანეს ტყიბულის ახალაშენებულ საავადმყოფოში, სადაც დიდხანს არ გააჩერეს და სახლში გაწერეს. მისივე თქმით, დირექტორს იგი წინასწარ არ გაუფრთხილებია, რომ მის გათავისუფლებას აპირებდა.

სკოლის დირექტორმა დათო ყიფიანმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას ბიბლიოთეკარის შეურაცხყოფის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ გათავისუფლების თაობაზე იზოლდა ბარბაქაძეს წინასწარ წერილობით აცნობა - შინ ფოსტით გაუგზავნა შეტყობინება და მის მეუღლეს ჩააბარა. შეტყობინებაში აღნიშნული ჰქონდა, რომ იგი 19 მარტამდე ხელფასს მიიღებს, შემდეგ კი გათავისუფლებული იქნება სამსახურიდან.

„მე ვიხელმძღვანელე განათლების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩახნაშვილის ბრძანებით, რომელიც მან 6 მარტს გამოსცა. ამ ბრძანების მიხედვით, ჩვენნაირ მცირეკონტინგენტიან სკოლებს დადგენილი აქვს ახალი საშტატო განრიგი. ბიბლიოთეკარის გარდა, მე იძულებული გავხდი, კიდევ სასწავლო ნაწილის გამგეც შემემცირებინა. სხვანაირად არ შემეძლო. მარტო ჩვენს სკოლას კი არა, ყველა მცირეკონტინგენტიან სკოლას შეეხო ეს დირექტივა და ყველგან ხდება მსგავსი შემცირებები“, - განაცხადა დავით ყიფიანმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან სატელეფონო საუბრისას.

როგორც იზოლდა ბარბაქაძე აცხადებს, სკოლის დირექტორს მისთვის არ აუხსნია გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი. დირექტორის ბრძანება ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული მუნიციპალიტეტის განათლების სამსახურში.

განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩახნაშვილის ბრძანება გამოქვეყნებული არ არის. ამ ბრძანების თაობაზე ინფორმაცია არც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს აქვს.

„მრავალი პედაგოგი ჩივის უკანონოდ გათავისუფლებაზე, მაგრამ 6 მარტის ბრძანება არავის უხსენებია. ასეთი ბრძანების არსებობის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ. ჩვენი იურისტები სწავლობენ იზოლდა ბარბაქაძის საქმეს და უკვე გამოიკვეთა დარღვევები. ნერვიულობის ნიადაგზე ქალბატონმა იზოლდამ იავადმყოფა და ჩვენ ძირითადად ტელეფონით გვეკონტაქტებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი თბილისში ჩამოსვლას აპირებს და ამის შემდეგ ჩვენ დავით ყიფიანის წინააღმდეგ ერთობლივად მოვამზადებთ სარჩელს სასამართლოში შესატანად“, - განაცხადა მაია კობახიძემ.

მისი თქმით, როგორც საქმიდან იკვეთება, 12 მარტს ტყიბულის #7 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ყიფიანი შეეცადა, ბიბლიოთეკარისთვის იძულებით მიეცა შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რასაც მოჰყვა ინციდენტი. მთავარი დარღვევა კი, რაც პროფკავშირების იურისტებმა ამ საქმეში აღმოაჩინეს ისაა, რომ იზოლდა ბარბაქაძე 50-ლარიანი მიზერული ხელფასით სექტემბრიდან ისე მუშაობდა სკოლაში, რომ იგი საშტატო განრიგში შეტანილი არ ყოფილა. დანარჩენ დარღვვვებზე, რაც ამ საქმეში გამოიკვეთება, დაწვრილებით საუბარი იქნება სარჩელში, რომელსაც პროფკავშირებში დაზარალებულთან ერთად მოამზადებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ანა
2013-09-03 14:40
სკოლის დირექტორი ძალიან უსამართლოდ მოიქცა.ამდაგვარი დირექტორები სკოლებს არ უნდა ჰყავდეთ.
სახელი: მაკა
2012-03-24 18:48
ჩვენ ვეთანხმებით ქალბატონ იზოლდას განცხადებას
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC