კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტიების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები ინიცირებულია

27 მარტი, 2012

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად 26 მარტს იქნა ინიცირებული.

ამ ცვლილებების ავტორები არიან სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი ორგანიზაციები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“, ხოლო ინიციატორია იურიდიული კომიტეტი.

კომიტეტის მიერ კანონპროექტის იმ ვარიანტის ინიცირება მოხდა, რომელიც „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა შეიმუშავეს და რომლის დებულებების ნაწილს მმართველი პარტიის დეპუტატები არ ეთანხმებიან.

ინიცირებულ ვარიანტში ტექსტობრივად არ არის ასახული ის შეთანხმებული პოზიციები, რომლებიც კამპანიის წარმომადგენლებსა და იურიდიულ კომიტეტს შორის მარტში მიმდინარე კონსულტაციების სამი რაუნდის შედეგად იქნა მიღწეული.

პარლოამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ  ეს შეთანხმებები ძალაში რჩება და ინიცირებული ტექსტის კორექტირება მათზე დაყრდნობით მოხდება. თუმცა მან ასევე არ გამორიცხა გარკვეული დამატებითი შესწორებების შეტანა კანონპროექტში.

მისი თქმით, კანონპროექტის სასტარტო ტექსტი ხუთშაბათისთვის იქნება ხელმისაწვდომი, როცა ამ ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვაა დაგეგმილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განსახილველად გატანა პარასკევისთვის იგეგმება.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები