20:07, Thursday, 23.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„საფარი“ ქალთა თავშესაფრების მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე

28.03.2012

თამთა ბელიაშვილი, humanrightshousetbilisi.wordpress.com

ოჯახური ძალადობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეშიც სერიოზულ პრობლემად რჩება. ამავე დროს, ეს არ არის მარტო ღარიბი და პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნების პრობლემა. ძალადობის მსხვერპლი ადამიანები განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების კანონებით ისინი უფრო მეტად არიან დაცულნი.

ოჯახური თუ სხვა ტიპის ძალადობის აღმოფხვრაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს. ხშირად ასეთი ტიპის ორგანიზაციები ერთიანდებიან და საერთაშორისო ქსელებს ქმნიან, რათა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ. სწორედ ასეთი გაერთიანებებია – The U.S. National Network To End Domestic Violence (http://www.nnedv.org/) და Global Network of Women’s Shelters (http://www.gnws.org/). მათი ორგანიზებით 27 თებერვლიდან 1 მარტამდე, ვაშინგტონში „ქალთა თავშესაფრების მე-2 საერთაშორისო კონფერენცია“ ჩატარდა. კონფერენციას 96 ქვეყნიდან 1600-მდე მონაწილე დაესწრო. კონფერენციაზე 280-ზე მეტი მომხსენებელი წარდგა, მათ შორის საქართველოდან – კავშირ „საფარის“ წარმომადგენელი ანა ჟღენტი, რომელიც ვაშინგტონში კონფერენციის სპონსორების (Avon, Allstate, Verizon) პროგრამული დაფინანსებით გაემგზავრა.

„ქალთა თავშესაფრების მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე“ 4 დღის განმავლობაში განიხილებოდა სხვადასხვა თემები. მსგავსი შეხვედრებისა და დისკუსიების მთავარი მიზანი ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგისა თუ სხვა დანაშაულის მსხვერპლთა დახმარებაა. ასევე – ამ მიმართულებით სიახლეების, ყველაზე ეფექტური და აპრობირებული მეთოდების, სოციალური, იურიდიული თუ ფსიქო-სამედიცინო დახმარების გამოცდილების გაცვლა და გაზიარება.

კავშირ „საფარის“ წარმომადგენლის ანა ჟღენტი ერთსაათიანი მოხსენების თემა იყო „ომის ტრამვა და ოჯახში ძალადობა“. რა არის ფსიქო-ტრამვა, კონკრეტულად, რა გავლენას ახდენს ომის ტრამვა ოჯახში ძალადობაზე და თავის მხრივ, ძალადობა რა გავლენას ახდენს მსხვერპლზე – ამ საკითხებს შეეხო ანა ჟღენტის მოხსენება, სადაც მიმოხილული იყო საქართველოს ისტორია 90-იანი წლებიდან დღემდე. ანა ჟღენტმა ასევე ისაუბრა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქართველი ქალის საქმეზე, რომელიც 2008 წელს, აფეთქებების დროს, გორში იმყოფებოდა. ქართველმა მომხსენებელმა კონფერენციის მონაწილეებს ასევე უჩვენა სალომე ჯაშის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – Speechless, 2008 წლის ომის თემაზე.

კავშირი „საფარი“ წლებია, მუშაობს ძალადობისა და წამების მსხვერპლთა პრობლემატიკაზე. ორგანიზაციას აქვს პატარა თავშესაფარი, სადაც დაზარალებულებს ეხმარებიან, როგორც სოციალური და ფსიქო-სამედიცინო კუთხით, ასევე იურიდიული კონსულტაციებითაც. თავშესაფრის მისამართი კონფიდენციალურია, რათა პაციენტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ანა ჟღენტის მოხსენების სუბიექტი გორელი ქალიც „საფარის“ დახმარებით სარგებლობდა.

ვაშინგტონში კონფერენციაზე ანა ჟღენტმა დამსწრეებს „საფარის“ გამოცდილება და სამუშაო მეთოდები გაუზიარა. შეხვედრებს ამავე სფეროში მომუშავე კაცებიც ესწრებოდნენ, რაც ანა ჟღენტის თქმით, იშვიათია. ამ შეხვედრებზე განიხილებოდა თემები, თუ როგორ შეიძლება მამაკაცთა ჩართვა ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ამ საკითხით დაინტერესება თუ უშუალო მონაწილეობა.

მე-2 საერთაშორისო კონფერენციას დანიის პრინცესა ესწრებოდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა პრობლემატიკით არის დაინტერესებული და რომელსაც აქვს საკუთარი ფონდი ქალთა დასახმარებლად. ერთ-ერთ შეხვედრაზე სიტყვით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც გამოვიდა. კონფერენცია დახურა Gloria Gaynor-მა ცნობილი ჰიტით I Will Survive.

ფოტოზე: ანა ჟღენტი

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC