კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რასობრივი, სექსუალური თუ პოლიტიკური შეხედულებების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა

28 მარტი, 2012

რასობრივი, სექსუალური თუ პოლიტიკური შეხედულებების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა. პალამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ანდგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყველა სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალი კანონპროექტის განხილვის პროცესში გაიზარდა. პროექტის პირვანდელი ვარიანტით, დამამძიმებელ გარემოებებში შედიოდა მხოლოდ დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობით.

არასამთავრობო სექტორის შენიშვნების გათვალისწინებით კი, პარლამენტმა ჩამონათვლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის და მათი გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები