კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს მოქალაქე თამაზ ჯღირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2 აპრილი, 2012

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქე თამაზ ჯღირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გორის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით ქ. გორის მკვიდრი ეთერი მახათაძე ითხოვდა პილიციის დახმარებას. ეთერ მახათაძის საჩივარი ეხებოდა დავას, რომელიც მას ჰქონდა თავის საცხოვრებელ ბინაზე მის ბიძაშვილისშვილთან თამაზ ჯღირაძესთან. გორის რაიონული სამართველოს უბნის ინსპექტორმა გამოკითხა ეთერ მახათაძე. საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის მიზნით ასევე გამოიძახეს თამაზ ჯღირაძეც. იგი პოლიციაში გამოცხადდა მის ქვისლ გია ჭავჭავაძესათან ერთად, რომელიც ასევე ესწრებოდა თამაზ ჯღირაძის გამოკითხვას. თამაზ ჯღირაძეს ზეპირად გაესაუბრა უბნის ინსპექტორ გამომძიებელი და ვიდრე იგი გამოკითხვის ოქმის შევსებას დაიწყებდა, თამაზ ჯღირაძე გახდა ცუდად, რა დროსაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს გულის უკმარისობა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები