კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თიანეთში მირზა გელოვანის სახლ - მუზეუმი ინგრევა

2 აპრილი, 2012

თიანეთში ქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახლ - მუზეუმი ინგრევა. მუზეუმის კედლები დაბზარულია და რამდენიმე ადგილზე ჩამონგრეული. სახლ - მუზეუმში 1500-ზე მეტი  ექსპონატია დაცული.

პოეტის სახლში მუზეუმი სახლ - მუზეუმი 1983 წელს გაიხსნა. „მას შემდეგ აქ რემონტი არ ჩატარებულა“, - აღნიშნავს მუზეუმის თანამშრომელი მარინა კბილცეცხლაშვილი.
 
მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი აბაშვილის თქმით, შენობის რეაბილიტაცია დღის წესრიგში დგას, თუმცა ბიუჯეტში თანხა ამ დროისთვის გათვალისწინებული არ არის.
 
მირზა გელოვანი 1917 წელს დაიბადა. 1936–1939 წლებში ის თბილისში ცხოვრობდა და უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად დადიოდა. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. იგი მეორე მსოფლიო ომში, 1944  წელს დაიღუპა.

მირზა გელოვანი  ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზეა დაკრძალული. სიკვდილის შემდეგ მას შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა. მირზა გელოვანს აღიარება მოუტანეს ლექსებმა: „თუშის ქალი წყაროზე“, „ცხრაკარა“, „შავლეგო“, „მელოდე“, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“, „იჯექი წყნარად“, „მთვარე“, „შემოღამება საბადურზე“, „მახსოვს“, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები“. მასვე ეკუთვნის ბალადა „აონი“ და პოემა „შავნაბადა“.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები