კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი მომღერალი ზუმბაა

3 აპრილი, 2012

საქართველოს საზოგადოებირივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს მეურვის პოსტის დასაკავებლად  შერჩეული სამი კანდიდატი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს წარუდგინა.  სამეურვეო საბჭოში შესვლა სურს მომღერალ ზუმბას (ზაზა  კორინთელი), რომელიც კავშირ „არტ გენის“ დირექტორია, მისი კონკურენტები არიან კუბლაშვილი გივი და ჯანოაშვილი გიორგი. კუბლაშვილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტია, ჯანოაშვილი კი იგივე პოზიციაზე  თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობაში მუშაობს.

სამეურვეო საბჭოს წევრის ადგილზე კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ეს პოსტი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დავით აფრასიძემ დატოვა. მისი განმარტებით, საბჭოდან წამოსვლის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს) მუშაობის დაწყება გახდა.

„მე დავინიშნე შსს-ს არქივის დირექტორად, მართალია ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მაგრამ მაინც ინტერესთან კონფლიქტს ქმნიდა“, - უთხრა media.ge-ს დავით აფრასიძემ.

პრეზიდენტის განკარგულებით, აფრასიძის ადგილზე კონკურსი 2012 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. ერთი თვის განმავლობაში მეურვის კანდიდატად დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სხვა კრიტერიუმებთან ერთად კონკურსის მონაწილე  „უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება“.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, კონკურსში ზემოთ აღნიშნული კანდიდატების გარდა, სხვას მონაწილეობა არ მიუღია.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კონკურსი ჩატარებულად ცხადდება თუ მასში მონაწილეობას მინიმუმ სამი კანდიდატი იღებს. ამავე კანონის თანახმად,  პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 30 დღის ვადაში,  საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით აძლევს თანხმობას პრეზიდენტს მეურვის დანიშვნაზე.

სამეურვეო საბჭოს მეურვის ვაკანტურ ადგილას ბოლო კონკურსი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. მაშინ პარლამენტმა წარდგენილი კანდიდატურებიდან  ამ პოსტზე  ინგლისური ენის საგანმანათლებლო ცენტრის, British House-ის დირექტორი ნატალია დვალი დაამტკიცა.

ნატა ძველიშვილი, Media.ge

ორიგინალი

ახალი ამბები