კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ სპეციალური სიების შედგენა დაიწყო

3 აპრილი, 2012

კახეთში საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სპეციალური სიების შედგენა დაიწყო. სკოლის დირექტორებს და საბავშვო ბაღების გამგეებს დავალებული აქვთ, სიაში სათითაოდ გაშიფრონ მათი თანამშრომლების ოჯახის წევრები და ახლობლები რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან.

ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს რამდენიმე სკოლის დირექტორმა და საბავშვო ბაღის გამგემ დაუდასტურა. მათი თქმით, სიების შედგენის შესახებ დავალება 10 დღის წინ, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების უფროსებისგან მიიღეს. დავალების მიხედვით, დასრულებული სიები ხელმძღვანელებს 10 აპრილამდე უნდა ჩააბარონ.

რესურსცენტრების და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის დაზუსტებული ინფორმაციით, სპეციალურ სიებს ადგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებიც. მათ დავალებული აქვთ, სიაში ის სოციალურად დაუცველი ოჯახები აღრიცხონ, რომელთა წევრებიც ოპოზიციის მხარდაჭერაში არიან შემჩნეულები. ამგვარი სიების შედგენის თაობაზე ინფორმაცია არც მუნიციპალიტეტების გამგეობებში არ დაადასტურეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები