კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანდერს ფოგ რასმუსენი: „საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის გამოცდა იქნება“

4 აპრილი, 2012

ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, „საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის გამოცდა იქნება“.

ალიანსის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამის შესახებ რასმუსენმა 3 მარტს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია, მეტიც, ის პარტნიორობის საუკეთესო მოდელია. თქვენი ჯარები ნატო-ს ჯარების მხარდამხარ ძალიან რთულ პირობებში იბრძვიან. საქართველომ პროგრესის საკმაოდ დიდი გზა გაიარა და მჯერა, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაგრძელდება. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში  მნიშვნელოვანი გამოცდა დემოკრატიისა და შანსი იმისა, რომ ნახოთ, თუ რამდენად შორს წახვედით“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ნატოს მოკავშირეების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები