კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი გაიზარდა

4 აპრილი, 2012

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ჭანტურიას ხელფასი 2012 წლის 1 აპრილიდან 975 ლარით გაიზარდა და თვეში 6500 ლარი შეადგინა. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიმდინარე წლის 26 მარტს თავად გენერალური დირექტორის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ  Media.Ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დაახლოებით 55 მილიონი ლარია.  აქედან პირველი და მეორე არხების ხელფასებისთვის 13 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც ტელემაუწყებელობის თანამშრომლებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი გაიცემა. ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ხელფასებისთვის კი ჯამში მილიონი ლარია განსაზღვრული.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყარო არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,12%-ით.

ნატა ძველიშვილი, media.ge

ახალი ამბები