კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნათია მოგელაძემ მიმდინარე წელს ხელფასზე მეტი პრემია მიიღო

4 აპრილი, 2012

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ მიმდინარე წელს ხელფასზე მეტი პრემია მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა (IDFI) აქვეყნებს. IDFI–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის მიმართ გაცემულმა პრემიის საერთო ოდენობამ, 20 280 ლარი შეადგინა, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა თარხნიშვილის პრემიის საერთო ოდენობამ – 33 160 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის პრემიის საერთო ოდენობამ – 32 800 ლარი, დევი ვეფხვაძის პრემიის საერთო ოდენობამ კი 27 600 ლარი შეადგინა.

ხოლო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის მიმართ 2012 წლიდან 16 თებერვლისთვის გაცემულმა ხელფასმა 2000 ლარი, პრემიამ კი 2530 ლარი შეადგინა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები