კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას

4 აპრილი, 2012

კამპანიის  „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო  ორგანიზაციები მიესალმებიან  საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას,  საპარლამენტო არჩევნებზე როგორც მოკლევადიანი ისე გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევის შესახებ.

ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 აპრილს, ნატოს შტაბ-ბინაში,  სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოუწოდა, „საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, ალიანსის წევრების ჩათვლით, რომ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნონ, რათა მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა განახორციელონ, მედიის მონიტორინგი ჩაატარონ, მონიტორინგი გაუწიონ პარტიების დაფინანსების მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი იყოს გამჭირვალე…“

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს იმედი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა  ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა „დროულად დაიწყონ  წინასაარჩევნო გარემოს შეფასება საქართველოში“.

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა  9 მარტს საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, უმოკლეს ვადაში მოეწვია ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

www.npo.ge 

ორიგინალი

ახალი ამბები