არასამთავრობო ორგანიზაციები „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ
04.04.2012
28 მარტს ეკოლოგიური სამართლის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის გადაყენების მოთხოვნით წერილობით მიმართავენ პრეზიდენტს. წერილს ხელს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ არის მომზადებული და რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო, გარემოს ზიანს აყენებს და ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმებს.
კანონში შეტანილი ცვლილებით, ამა თუ იმ დაინტერესებულ პირთან შეიძლება დაიდოს უვადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ქმედება, კომპენსაციის გადახდის შემდეგ, კანონიერად ჩაითვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთი წერილი უკვე გაგზავნეს პრეზიდენტის რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე, სადაც ისინი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტოს დადებას მოითხოვდნენ.
ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ამ დღეებში კანონპროექტის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უწყებებთან გაიმართება აქციები და ეს ბრძოლა არ დასრულდება იქამდე, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ.
პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ საფრთხეზე, რომელიც ქვეყანას და ეკოლოგიას დაემუქრება კანონის ამოქმედების შემთხვევაში. მათი თქმით, ქვეყანა, რომელიც ტურიზმს, განსაკუთრებით კი - ეკოტურიზმს პრიორიტეტად აცხადებს, მსგავსი კანონების განხორციელების შემდეგ, ვერ განვითარდება.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს და ამოქმედდება, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლის, ლია თოდუას თქმით, დაინტერესებულ პირებთან ხელშეკრულების დადების შემდეგ, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. „დაინტერესებულ პირს“ ჯარიმაც კი არ ეკისრება, თუკი გარემო დააზიანა. სახელმწიფოს კი მისი ტერიტორიის შემოწმების უფლებაც ერთმევა.
თამთა ბელიაშვილი
სახელი: ალეკო ცქიტიშვილი
2012-04-30 10:27
პატივცემულო გიორგი, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ტერიტორიებიდან ხმელეთის სახით მარტო თბილისი დარჩება. დანარჩენ საქართველოს დააგუბებენ და ელექტროენერგიის სახით გაყიდიან.
სახელი: გიორგი
2012-04-04 08:41
თუ ასე მივუდგებით საკითხს, მაშინ უნდა გავაუქმოთ ჟინვალ ჰესიც, რადგან ამ ჰესმაც მნიშვნელოვნად შეცვალა კლიმატი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ძვირფასი თვილისელები იქნებიან წინააღმდეგნი, რადგან ზუსტად აქედან მარაგდება უმეტესწილად დედაქალაქი ელექტროენერგიითაც და სასმელი წყლითაც.
ასე რომ ძვირფასებო, ნუ მივუდგებით საკითხს სუბიექტურად: ან ყველა ჰესს ვაუქმებთ, ან არ ვუშლით ხელს ქვეყნის მაშტაბით ენერგოეფექტურობის ზრდას.
ასე რომ ძვირფასებო, ნუ მივუდგებით საკითხს სუბიექტურად: ან ყველა ჰესს ვაუქმებთ, ან არ ვუშლით ხელს ქვეყნის მაშტაბით ენერგოეფექტურობის ზრდას.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

