13:34, Tuesday, 31.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შემოსავლების სამსახურს გაუგონარი უფლებები ენიჭება

04.04.2012

შემოსავლების სამსახური კერძო აუდიტორის ფუნქციას შეითავსებს. ეს ნიშნავს, რომ იგი საგადასახადო შემოწმებისას ბიზნესმენის ქონების საბაზრო ღირებულებას თვითონ დაადგენს. ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ბიზნესისთვის ლაგამის ამოდების კიდევ ერთ საშუალებად აფასებენ. ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება ქონების ღირებულება კერძო აუდიტორს განასაზღვრინოს. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია, ბიზნესმენებსა და ექსპერტებს არ სჯერათ, რომ სამსახური ქონებას საბაზრო ფასის მიხედვით შეაფასებს. 

ამის შესახებ წერს გაზეთი რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „შემოსავლების სამსახურს გაუგონარი უფლებები ენიჭება / „სამსახურმა გადასახადის გადამხდელის ქონება თვითონ შეაფასოს, ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, წარმოუდგენელი გადაწყვეტილება“.

„საჯარო სამართლოს იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრაც დაემატა. ფინანსთა სამინისტროში სჯერათ, რომ ბიზნესს უნდობლობის საბაბი არ მიეცემა, რადგანაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ფლობს შესაბამის კვალიფიკაციას, რათა პროცესი კარგად და სწორად წარმართოს. "ბიზნესმენთა ასოციაციაში" მიაჩნიათ, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს ქონებას შემოსავლების სამსახური შეუფასებს თუ კერძო აუდიტორი. ან კიდევ, ბიზნესმენს შემოსავლების სამსახურის დასკვნის გადამოწმების უფლება უნდა ჰქონდეს“,- აღნიშნავს გამოცემა.

„მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ყოვლად მიუღებელია მაკონტროლებელი ორგანო გადასახადის გადამხდელის ქონებას თვითონ აფასებდეს: „შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის ქონება თვითონ შეაფასოს - ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, გაუგონარი გადაწყვეტილება. ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის წესი ისედაც ბუნდოვანია და ამით შემოსავლების სამსახური ხშირად სარგებლობს. ეს საკითხი მოითხოვს სიცხადეს, ვინაიდან მის ირგვლივ ყოველთვის არსებობს გაურკვევლობა. ახლა შემოსავლების სამსახურისთვის ამგვარი უფლების მინიჭება ყოვლად დაუშვებელია", - ამბობს ტყემალაძე, რომლის თქმით, შესაძლებელი იყო ნეიტრალური სამსახური, რომელიც მეწარმის ქონების ღირებულებას დაადგენდა ან შესძლებელი იყო მსგავსი ფუნქცია ბიზნესომბუდსმენის აპარატს დამატებოდა“, - დასძენს გამოცემა.

„ექსპერტი ზვიად კანდელაკი ასევე უარყოფითად აფასებს ფინანსთა მინისტრის მიერ ბიზნესმენებისთვის გამოტანილ ვერდიქტს. იგი აღნიშნავს, რომ მაკონტროლებელი ბიზნესმენის ქონების ღირებულების დადგენის უფლებით აღჭურვო - ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოუვიდეს ვინმეს თავში: „წარმოიდგინეთ, შემოსავლების სამსახურს აქვს ჩემთან, როგორც ბიზნესმენთან დავა, მიყადაღებს ქონებას და ამ ქონების ღირებულებას თვითონ განსაზღვრავს. ეს წარმოუდგენელია და ბიზნესზე თავისებური რეკეტის განხორციელების მცდელობაა. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ინვესტორების მოზიდვაზე საუბრობს?“ - ამბობს ზვიად კანდელაკი. როგორც აღვნიშნეთ, სამინისტროში ამ გადაწყვეტილების მიღებისას დარწმუნებულები იყვნენ, რომ შემოსავლების სამსახურს ბიზნესმენებში ისეთი რეიტინგი ჰქონდა, რომ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი მას თვალდახუჭული ენდობოდა. რეალობა კი ისაა, რომ ბიზმესმენისთვის (განსაკუთრებით მცირე და საშუალო) შემოსავლების სამსახური ყველაზე დიდ მონსტრად იქცა“.

ინტერპრესნიუსის პრესის მიმოხილვიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Dashrath
2012-06-22 14:13
Hedge funds broadly and the value guys in pailrcutar are piling into the stock, both on the numbers above and I think they are betting on a regime change pop. The risk is the value story has been true for years yet the multiple has continued to drop.It is hard to believe the market puts almost a 50% premium on a dollar of profit from IBM, who are a no-growth financial engineering company.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC