კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Global TV-ს ამერიკელი დამფუძნებელი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

5 აპრილი, 2012

საკაბელო კომპანია Global TV-ს 16%-იანი წილის მფლობელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, აშშ-ს მოქალაქე ალექს როზენჰესი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და კომპანიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.  ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე Global TV-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთიდან Global TV-ს აპარატურის შემოტანას საბაჟოზე გამუდმებით აყოვნებენ, მისი გახსნის შემდეგ კი, როგორც წესი აპარატურის დიდი ნაწილი დაზიანებულია.

ბაზლიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტებით შეშფოთებული როზენჰსი წერილის გაგზავნას აშშ-ში საქართველოს საელჩოში და საქართველოში აშშ-ს საელჩოში გეგმავს.

კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ნატალია გელაძის განცხადებით, „გლობალ TV“-ის სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებით კომუნიკაციის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აქტი შეადგინა, რასაც საკაბელო კომპანიის წარმომადგენლები უკანონოდ მიიჩნევენ.

„ამ გადაწყვეტილებას ჯერ საქართველოში გავასაჩივრებთ, შემდეგ კი, ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“, - განაცხადა გელაძემ.

მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, ზეწოლის მიუხედავად, Global TV მაინც აგრძელებს მაუწყებლობას და სამაუწყებლო პაკეტს აუმჯობესებს. ამჟამად, ხორციელდება კომერციული პროექტი, რომლის თანახმად, აბონენტები მომსახურების მიღებისას 10 წლიანი განვადებით ისარგებლებენ და პირველი ერთი წელი გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები