კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქდმ-ის ინიციატივის გარდა, კონსტიტუციაში, სავარაუდოდ, სხვა ცვლილებებიც შევა

6 აპრილი, 2012

„ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში, სავარაუდოდ, სხვა ცვლილებებიც შევა. როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მათი ინიციატივის სულისკვეთებაა, რომ საქართველოში დაბადებულ და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის დაკავების უფლებაც ჰქონდეს – პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის.

მისი თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება და დამატებით წინადადებებს მისი გუნდი ამ სხდომაზე წარმოადგენს. „დღეს დაჩქარებული წესით შევიტანეთ ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ პროცესი არ გაჭიანურებულიყო“, – განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ დამატებითი დეტალები როგორც კონსტიტუციასთან, ისე სხვა კანონებთან მიმართებაში, განხილვის პროცესში იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილიც აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბადებული პირი, რომელიც ბოლო 10 წელია ცხოვრობს საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა, გათანაბრებული უნდა იყოს მისი პოლიტიკური უფლებებით საქართველოს მოქალაქესთან. მისივე თქმით, დამატებით დეტალებზე მსჯელობა, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის ფარგლებში შედგება.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეც არის, არ შეუძლია იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.

„ქრისტიან-დემოკრატების“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, რომელიც დაბადებულია საქართველოში, ბოლო 10 წელი ცხოვრობს საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები