კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი პოლიციას პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს

6 აპრილი, 2012

"აჭარა P.S"-ის ჟურნალისტი სულხან მესხიძე ქობულეთის პოლიციას პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მესხიძემ განუცხადა, აღმასრულებლების მიერ ქობულეთში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

”იქ მისულს სიტუაცია დაძაბული დამხვდა, ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული და ცდილობდნენ იმ ჯებირის შენგრევას, რომელიც მოსახლეობას წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ჰქონდა გაკეთებული. ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია და ამ დროს პოლიციასა და ხალხს შორის დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, ვიღებდი ამ ყველაფერს, რა დროსაც პოლიციელი მომვარდა, ხელი დამარტყა ბეჭზე და გადაღებაში ხელს მიშლიდა. შემდეგ გამომათრია ცოტა მოშორებით და კამერის წართმევას ცდილობდა. კამერა ვერ წამართვა იმის გამო, რომ კამერის თოკი ხელზე მქონდა შემოხვეული. ამის შემდეგ ხალხმა შეძლო ჩემი გადარჩენა. ამ დროისათვის თავს კარგად ვგრძნობ და რედაქციაში განვაგრძობ მუშაობას", - აღნიშნა სულხან მესხიძემ.

როგორც სულხან მესხიძე ამბობს, პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით უახლოეს დღეებში სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ინცინდენტი ქობულეთში, აღამაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც სააღმსრულებლო ბიურო პოლიციის დახმარებით მურმან მეგრელიძის გამოსახლებას აპირებდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები