კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი უდანაშაულობის პრეზუმფციის კანონმდებლობით განმტკიცებას ითხოვს

10 აპრილი, 2012

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში უდანაშაულობის პრეზუმფციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებას ითხოვს.

პარლამენტში,  სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე,   სადაც  სახალხო დამცველის  2011 წლის ანგარიშის  განხილვას 4 საათი დაეთმო, გიორგი ტუღუშმა ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის პრობლემა დასვა, მას შემდეგ,  რაც იგივე საკითხი განხილვაზე მისულმა უფლებადამცველებმა  წამოჭრეს.

„უდანაშაულობის პრეზუმფცია კონსტიტუციაში  გაკვრით არის ნახსენები, რაც არასაკმარისია. მისი დაცვა ცალკე შემუშავებულმა  საკანონმდებლო ნორმამ  უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ტუღუშმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა, გიორგი ტუღუშის ინიციატივის კომენტირებისას, Media.Ge-ს განუცხადა, რომ ტუღუშის განცხადება „ყურადსაღებია.“

„ჩვენ დაველოდებით სახალხო დამცველის კონკრეტულ წინადადებებს,  ვიმსჯელებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ხელისუფლებასთან ასოცირებულ არხებზე ხშირად ხდება ეჭვმიტანილთა წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება, ეყრდნობიან რა შს სამინისტროს მიერ მიწოდებული კადრებს და ამავე უწყების  წარმომადგენელთა კომენტარებს.

Media.ge

ახალი ამბები