კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტები 9 აპრილის მემორიალთან

10 აპრილი, 2012

9 აპრილს პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან ინციდენტები მოხდა.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სანთლის დანთების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონს, რომელიც მემორიალთან ბავშვთან ერთად იყო მისული.

როგორც ქალბატონი ყვება, ის 23 წლის წინ 9 აპრილის აქციაზე იმყოფებოდა. ამ დროს ის იყო ფეხმძიმედ და 9 აპრილის ტრაგედიის დროს ბავშვი დაკარგა.

„დღეს სწორედ ბავშვის პატივსაცემად ვიყავი მემორიალთან მოსული, მინდოდა სანთელი დამენთო, ამ დროს შემოვიდა ვიღაც პროვოკატორი ქალბატონი, რომელიც რაღაცას ყვიროდა. ამის შემდეგ ჩვენთან მოვარდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და გამაძევა ადგილიდან. მან ფიზიკური შეურაცხყოფა მეც და ბავშვსაც მოგვაყენა“, – განუცხადა ქალბატონმა „ინტერპრესნიუსს“. ქალბატონი ამბობს, რომ მის შვილს, რომელსაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები ხელით შეეხნენ, ცერებრალური დამბლა აქვს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამკაცებმა ადგილიდან ძალის გამოყენებით გააძევეს "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელი გენადი კეკელია და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ინციდენტიდან ცოტა ხანში ტერიტორიიდან ასევე გაიყვანეს კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მემორიალთან მხოლოდ იმიტომ იდგა, რომ პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მისვლას ელოდებოდა, რათა მისთვის დახმარება ეთხოვა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები