კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატარა ლოლიტას მშობლებს ავიწროებენ

11 აპრილი, 2012

მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ წეროვანში მცხოვრები პატარა ლოლიტას ჯანმრთელობის ამბავი გახმაურდა, მისი მშობლები ჯერ ადგილობრივ გამგეობაში დაიბარეს, შემდეგ მამა საბავშვო ბაღიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბავშვის დედამ აცნობა.

„რამდენჯერმე მამასახლისი მოვიდა ოჯახში, მეკითხება - ვინ მოვიდნენ, რა მოიტანეს, რა საჩუქრები მოაქვთ, რომელიმე პოლიტიკური პარტია ხომ არაა. რამდენჯერაც მოვიდა, იმდენჯერ საკადრისი პასუხი გავეცი. მერე გამგეობაში დამიბარეს, ახლა იქ დამიწყეს დაკითხვა. აინტერესებს, ვინ მოდიან ჩემთან დასახმარებლად“, – ამბობს ბავშვის დედა.

ლოლიტას მამა ზვიადი საბავშვო ბაღის დარაჯობიდან გაათავისუფლეს. სულ რაღაც 40-50 ლარს აძლევდნენ თვეში. ბავშვის მდგომარეობით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ოჯახმა ბევრი მათგანის ვინაობაც არ იცის.

„გამუდმებით რეკავენ, ხან რას გვიგზავნიან, ხან რას. ყველა ცდილობს, რამეთი დაეხმაროს ბავშვს. ერთხელ ერთ თბილისელ ქალბატონს წეროვანის მიკროავტობუსისთვის გამოუტანებია ძვირფასი საჩუქრები, ეს ლოლიტას მიუტანეთო. არც კი ვიცი ვინ იყო. მძღოლმაც მოაყენა მანქანა და გადმომცა გამოგზავნილი საჩუქრები. ეს ჩვენი მამასახლისები კი მუდმივად ყარაულობენ სახლს. როგორც კი ვინმე უცხოს დაინახავენ, მაშინვე ყურადღებით არიან. რამდენჯერმე მანქანით რომ მოუახლოვდებიან ჩემს კოტეჯს მამასახლისები, დააბღუილებენ გაბრაზების ნიშნად. ბრაზდებიან, კოტეჯებში რომ უცხო ხალხი ასე თავისუფლად მაკითხავს. მე კიდევ არავისი მეშინია“, – გვეუბნება ლოლიტას დედა.

„მე ყველასი მადლობელი ვარ, ვინც ყურადღებას იჩენს ჩემი ბავშვის მიმართ. მე თვითონაც გაოცებული ვარ, ასეთი გულკეთილი ხალხი რომ ისევ ბევრია საქართველოში. გორიდან ერთმა ქალმა დამირეკა, წაუკითხია ჩვენი ამბავი და მითხრა, ტრანსპორტს ვატან საკვებს და გამამხნევა, გამაგრდიო“ – იხსენებს ბავშვის დედა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები