კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის ყველა მცდელობა დასრულდა“

11 აპრილი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის თქმით, მათი მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის ყოველგვარი მცდელობა დასრულდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებენ პრეზიდენტს მიმართონ ივანიშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, რადგან სააკაშვილმა ერთხელ უკვე ჩამოართვა მინიჭებული მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს.

გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უარი უთხრა მოქალაქეობის მინიჭებაზე ატლანტის უნივერსიტეტის პროფესორ ნუგზარ დავითაშვილს. „ქართულ ოცნებაში“ ვარაუდოებენ, რომ უარის მიზეზია დავითაშვილის წევრობა „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფში.

„დღეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი შეიძლება ქაღალდზე არის ეს საკითხი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პასპორტი და მოქალაქეობა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა მიანიჭა. მიიღებს თუ არა ივანიშვილი ქართულ პასპორტს, მის სამოქმედო გეგმებში ამით არაფერი შეიცვლება“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, 21 აპრილს შედგება ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.

ოთო დალაქიშვილი, ნეტგაზეთი

ახალი ამბები