კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ იცრუა სააკაშვილმა სეულში „ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე“

12 აპრილი, 2012

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ცოტა ხნის წინ გაიმართა „ბირთვული უსაფრთხოების სამიტი“, რომელშიც 54 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის: აშშ–ს, ევროკავშირის, რუსეთის, თურქეთის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები. სამიტის მუშაობაში მონაწილეობენ „გაერო“, „ინტერპოლი“ და „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო“.

სამიტზე განიხილეს: თანამშრომლობა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ბირთვული დაცვა და ბირთვული მასალებით უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთა.

როგორც ცნობილია, სამიტზე მ. სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოში მიღწეულ „პროგრესზე“ ისაუბრა.

საქართველოს მწვანეთა პარტიას ძალიან აინტერესებს, ბირთვული უსაფრთხოების რა პროგრესზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა საქართველოს პარლამენტმა გააუქმა „მწვანეთა პარტიის“ მიერ 1998 წელს შემუშავებული და დღემდე მოქმედი კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, რითაც საქართველო ბირთვული ობიექტებისა და ტექნოლოგიებისგან და რადიოაქტიური ნარჩენებისგან თავისუფალ სახელმწიფოდ იყო გამოცხადებული, ხოლო „ახალი“ კანონი წარმოადგენს მცდელობას, საქართველო გადააქციოს ბირთვული ობიექტების მშენებლობის პოლიგონად და ბირთვული ტექნოლოგიების სატრანზიტო დერეფნად:

1998 წლის კანონით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული იყო:

1. ბირთვული ობიექტების, მათ შორის - ატომური სადგურების მშენებლობა;

2. რადიოაქტიური ნარჩენების შემოტანა ნებისმიერი მიზნით, მათი ტრანზიტი, ექსპორტი, რეექსპორტი და იმპორტი;

3. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობათა ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი.

2012 წლის მთავრობის „ახალი“ კანონით დაშვებულია:

1. ბირთვული ობიექტების, მათ შორის - ატომური სადგურების მშენებლობა;

2. რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი;

3. ბირთვული იარაღის, ან სხვა ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობათა ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი.

გამომდინარე აქედან, „საქართველოს მწვანეთა პარტია“:

აცხადებს, რომ, „ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე“ მ. სააკაშვილის   განცხადება, საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით, არის მორიგი სიყალბე და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის  „თვალში ნაცრის შეყრა“;

მიმართავს „ბირთვული უსაფრთხოების სამიტს“, „გაეროს“, აშშ–ს, ევროკომისიას შეკითხვით – როგორ ეთანადება კანონპროექტის სულისკვეთება საერთაშორისო მოთხოვნებს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში და თქვენს მიერ რეგიონის ზოგიერთი ქვეყნისთვის ბირთვული ტექნოლოგიების მიწოდების აკრძალვას.

საქართველოს მწვანეთა პარტია

ორიგინალი

ახალი ამბები