კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობა მძღოლებისთვის ჯარიმების გამკაცრებას პრევენციის აუცილებლობით ხსნის

12 აპრილი, 2012

მთავრობა საგზაო წესების დარღვევებისთვის ჯარიმების გამკაცრებას, პრევენციის აუცილებლობით ხსნის.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი წლის განმავლობაში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით 2000–მდე ადამიანია დაზარალებული, საიდანაც 200 გარდაიცვალა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, დღეს არსებული ჯარიმები პრევენციის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამიტომ, რიგ დარღვევებზე ჯარმების გამკაცრების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო ჯარიმის 50 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება, წელიწადში მეორე დარღვევისთვის კი ჯარიმა 200 ლარიანი იქნება.

ასევე, მკაცრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევებისთვის და მოძრაობის შეფერხება – საცობების შექმნისთვის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები