კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტის დედა სკოლიდან გაათავისუფლეს

12 აპრილი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის შტაბის წევრის ზურაბ გამეზარდაშვილის დედა ცისანა ჯოიაშვილი სოფელ აფენის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. ცისანა ჯოიაშვილი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 15 სექტემბრამდე ჰქონდა გაფორმებული.

„კონტრაქტი 15 მარტს შეუწყვიტეს. რეალური მიზეზი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა გახდა. სკოლაში 46 წლის განმავლობაში მუშაობდა და შენიშვნაც არ აქვს მიღებული. დირექტორს მისი გათავისუფლების მიზეზიც არ განუმარტავს. ვერ გეტყვით, თქმის უფლება არ მაქვს, თვითონ მიხვდებითო, ასე უთხრა. ჩვენი ინფორმაციით, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მოითხოვა, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ“, - აღნიშნა ზურაბ გამეზარდაშვილმა.

აფენის საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ ცქიფურიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა, რომ ცისანა ჯოიაშვილს კონტრაქტი ნამდვილად 2012 წლის 15 სექტემბრამდე ჰქონდა გაფორმებული და ვადამდე შეუწყვიტეს.

ლაგოდეხის საგანმანმათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ჩიკვაიძის განცხადებით, საჯარო სკოლებიდან პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების გათავისუფლების თაობაზე მითითება არავისთვის მიუცია.

„რა შუაშია მასწავლებლებთან ურთიერთობაში პოლიტიკურად აქტიურ პირებთან კონტაქტი? ასეთი მითითება არავისთვის მიმიცია. რაც შეეხება ცისანა ჯოიაშვილის გათავისუფლების  მიზეზს, ჩემთვის უცნობია. ასეთ გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ“, - განუცხადა მანანა ჩიკვაიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები