კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილი აშენებდა, სააკაშვილი ლენტს ჭრიდა

17 აპრილი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კოალიცია „ქართული ოცნების“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, 2010 – 2011 წლებში, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საზეიმო ვითარებაში გახსნილი ბევრი ობიექტის მშენებლობა, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაფინანსებული. 

სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მიერ, პოლიტიკაში მის მოსვლამდე განხორციელებული პროექტების შესახებ. ჩამონათვალშია: სამების ტაძარი; ქობულეთის გასართობი ცენტრი „ციცინათელა“; საბაგირო გზა ბაკურიანში; თეატრების რემონტები (ოპერის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა); იქვე მითითებულია, რომ თეატრები დღემდე იღებენ ხელფასს ივანიშვილისგან; ყველაფერი საჩხერის ირგვლივ; პრომეთეს მღვიმე; უნივერსიტეტის პირველი კორპუსი; ბათუმის დელფინარიუმი; ბათუმის ზოოპარკი; ბოტანიკური ბაღი; ყველა სარაგბო სტადიონი; რაგბის ნაკრების სპონსორობა; საფხებურთო ცენტრი „ბასა“; ბათუმის ეშმაკის ბორბალი; გორი-ჭიათურა-ზესტაფონი ტრასის ასფალტირება; ფილარმონიის რემონტი; იაფი აფთიაქი „ფარმადეპო“; პატრულის მანქანები; სკოლების რეაბილიტაცია მთელ საქართველოში; ეროვნული ბიბლიოთეკის რემონტი; საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები; ავტობანის თბილისი - ხაშური თანადაფინანსება; სიღნაღი; ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაცია;  უამრავი სახლ - მუზეუმი; თბილისის კანალიზაცია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) იმ პროექტების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით საქართველოში 2011 წელს ხორციელდებოდა. ინფორმაციის შესაბამისად, 2011 წელს განსახორციელებელი ან დასასრულებელი პროექტების (სულ 30 პროექტი) საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ 115 488 911 ლარი შეადგინა. კერძოდ, რაგბის სტადიონების მშენებლობის პროექტი „ქართუს“ მიერ 12 710 000 ლარით დაფინანსდა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი - 12 647 000 ლარით, ხოლო ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა - 26 400 000 ლარით.

რამდენიმე ათეული მილიონი ლარითაა დაფინანსებული სხვადასხვა სახის პროექტები საჩხერეში, მათ შორის: სამედიცინო კომპლექსის მშენებლობა (18 800 000 ლარი), გაზიფიცირება (2 300 000 ლარი), შიდა გზების რეაბილიტაცია (4 200 000 ლარი), წყალკანალის ქსელის მშენებლობა (2 300 000 ლარი). 2011 წელს დაფინანებულ პროექტებს შორის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია (5 100 000 ლარი), ბათუმის მერიის დახმარება ბათუმის პარკის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად (1 100 000 ლარი), სოფელ ბორითთან ემერჯენსის მშენებლობა (2 600 000 ლარი) და სხვა.

ოფიციალური მონაცემებით, 2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდებიდან საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა სახის პროექტისთვის 966 897 320.12 ლარი დაიხარჯა, აქედან 2005 წელს – 82 020 017,48 ლარი, 2006–ში –  257 282 888,09 ლარი, 2007 წელს – 184 734 569 ლარი, 2008–ში – 174 421 998,95 ლარი, 2009 წელს – 129 732 300,8 ლარი და 2010 წელს – 138 705 545, 8 ლარი.

ახალი ამბები