კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან

17 აპრილი, 2012

მედიაგაერთიანებამ „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინ 12 აპრილს აქცია გამართა. მედიის 20-მდე წარმომადგენელმა კომისიის საქმიანობა გააპროტესტა. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით - „არეგულირე ნუ ზღუდავ“. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კომისია ზეწოლას ახდენს და ზღუდავს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთსა“ (გორი) და საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ის. მათი განცხადებით, კომისიამ უსამართლოდ დააჯარიმათრიალეთი“ 5 ათასი ლარით.

მათი  განცხადებით, როდესაც „გლობალ TV“-სთან ხელშეკრულება ზოგიერთმა ქართულმა არხმა გააუქმა, კომისიამ რეაგირება არ მოახდინა, რუსულ არხ ТНТ-სთან ურთიერთობაში კი ჩაერია. მედიაგაერთიანებამ ამის შესახებ დღეს პეტიციაც გაავრცელა. სადაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდა, შეწყდეს ზეწოლა თავისუფალ  მედიაზე, შეწყდეს  კონკრეტული მედია საშუალებების დისკრიმინაცია და მოხდეს მათი თანაბარუფლებიან პირობებში ჩაყენება.

თავის მხრივ კომისია უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ „თრიალეთი“ კანონის შესაბამისად დააჯარიმა, „გლობალ TV“-სთან დაკავშირებით კი განმარტეს, რომ საკაბელო კომპანიისა და მაუწყებლების ურთიერთობა მათი რეგულირების სფერო არ არის და კერძო ურთიერთობის საქმეა.

მედიაგაერთიანებაში „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ 41 მედიაორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაცია 2012 წლის პირველ თებერვალს ჩამოყალიბდა.

ნატა ძველიშვილი, media.ge

ახალი ამბები