მკითხველთა 63% NDI-ს კვლევების შედეგებს არ ენდობა
17.04.2012
გაზეთ „კვირის პალიტრის“ 2-5 აპრილის გამოკითხვის თემას – „ენდობით თუ არა NDI-ს კვლევების შედეგებს?“ – 482 მკითხველი გამოეხმაურა. შედეგები ასე გამოიყურება: 1. დიახ 8.9%; 2. არა 63.0%; 3. მიჭირს პასუხის გაცემა 28.1%.
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას.
პოლიტიკური რეიტინგების შესახებ მონაცემები იმ უფრო ფართო საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაწილია, რომელიც NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და რომელიც ასევე მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას სხვადასხვა შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე.
27 მარტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ NDI-ის დაკვეთით განხორციელებული კვლევის იმ ნაწილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება.
ამ ინფორმაციის უარყოფის შესახებ NDI-ის თბილისის ოფისს განცხადება არ გაუვრცელებია.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციის თანახმად, რესპონდენტთა 47% აცხადებს, რომ ისინი მმართველ პარტიას მისცემდნენ ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს; შემდეგ მოდის ივანიშვილის კოალიცია 10%–იანი მხარდაჭერით. ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას მხოლოდ 3%–იანი მხარდაჭერა აქვს და საარჩევნო ბარიერის გადასალახავად 2% აკლდება.
იგივე კვლევის თანახმად, რომელიც Civil.ge-სთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რესპონდენტთა 23% ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას; 10%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ხოლო 5%–მა განაცხადა, რომ ისინი არცერთ პარტიას არ მისცემენ ხმას.
Humanrights.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

