კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორში მოქალაქეები ფორმა N9-ის გარეშე არც სააღდგომოდ შეუშვეს

17 აპრილი, 2012

გასული წლისგან განსხვავებით, წელს, სააღდგომოდ, ის მოქალაქეები, რომლებსაც ფორმა N9 არ აქვთ, რუსულ ბლოკ-პოსტზე მდგარმა მესაზღვრეებმა ოკუპირებულ ახალგორში არ შეუშვეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალგორი - თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა პარასკევს დილიდანვე რუსულ ბლოკ-პოსტზე საგანგებო გაფრთხილება მიიღეს: მგზავრს, რომელსაც ფორმა 9 არ აქვს, დიდუბიდანვე ნუ წამოიყვანდენ.
 
მძღოლებიც დიდუბიდანვე, საიდანაც ახალგორის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები დადიან, მგზავრებისგან ფორმა 9-ს ითხოვდნენ. ვისაც აღნიშნული დოკუმენტი არ ჰქონდა, არ მიჰყავდათ. რამდენიმე მგზავრი გაჯიუტდა იმ იმედით, რომ როგორც გასულ წელს აღდგომისას მოხდა, ახალგორში ჩაუწერავების შეშვება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რუსული თარგმანით, წელსაც ასე მოხდებოდა, თუმცა სააღდგომოდ ახალგორში შესვლა მხოლოდ მათ მოახერხეს, ვისაც ოსური დოკუმენტი ფორმა 9 აქვთ.
 
ეს დოკუმენტი მარტო მათზე გაიცემა, ვინც ახალგორშია ჩაწერილ-დარეგისტრირებული. შესაბამისად, იმ ახალგორელებმა, რომლებსაც ოფიციალური ჩაწერა თბილისში, კასპში ან მცხეთაში აქვთ, მაგრამ სახლი ან საკარმიდამო ნაკვეთი ახალგორში, ახლო ნათესავების საფლავებზე გასვლა ვერ შეძლეს.

მარი ოთარაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები