კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადახდისუუნარო საწარმო, კრედიტორთა წინაშე დავალიანების არსებობის მიუხედავად, გაკოტრებასა და შემდგომ ლიკვიდაციას მაინც დაექვემდებარება

18 აპრილი, 2012

გადახდისუუნარო საწარმო, კრედიტორთა წინაშე დავალიანების არსებობის მიუხედავად, გაკოტრებასა და შემდგომ ლიკვიდაციას მაინც დაექვემდებარება, რაც სასამართლოს მეშვეობით მოხდება. 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, თუ სასამართლო იმ დასკვნამდე მივა, რომ განცხადების შეტანის დროისთვის მოვალეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო ხარჯების დასაფარად საკმარისი ქონება არ გააჩნია, მაშინ სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტან პირს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარს ეუბნება და გამოაქვს გადაწყვეტილება მოვალის ლიკვიდაციის თაობაზე. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი ხდება და ის 30 კალენდარული დღის ვადაში მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება.

„აღნიშნული ცვლილებების საჭიროება „გადახდისუუნარობის შესახებ კანონში“ არსებულმა ხარვეზმა და შესაბამისმა სასამართლო პრაქტიკამ წარმოშვა. სასამართლო იყენებს რა კანონის ნორმას გაკოტრების ზოგადი მიზნების შესახებ, არ ხსნის გაკოტრების წარმოებას, თუკი დაადგენს, რომ საწარმოს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რათა გაკოტრების ხარჯები დაფაროს. ამასთან, სამეწარმეო ურთიერთობებში ზოგჯერ პარტნიორების საერთო თანხმობის არარსებობის გამო, ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. იქმნება სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ, პარტნიორების მიერ ვერ მიიღება გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე, მეორე მხრივ, დირექტორი ასრულებს თავის ვალდებულებას, გადახდიისუუნარობის დადგომისთანავე მიმართოს სასამართლოს გაკოტრების თაობაზე, ხოლო სასამართლო უარს ამბობს გაკოტრების წარმოების დაწყებაზე იმ მიზეზით, რომ საწარმოს საკმარისი ქონება არ გააჩნია, რათა გაკოტრების ხარჯები მაინც დაფაროს“, - განმარტავენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები. 

მათივე თქმით, პარტნიორებმა საწარმოს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება რომც მიიღონ, ამ გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობაა „მეწარმეთა შესახებ კანონის“ ნორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია“. 

„გასაგებია, რომ თუკი საწარმოს არ გააჩნია გაკოტრებისათვის საჭირო ხარჯების თანხები, ის ვერც კრედიტორებს დააკმაყოფილებს. იქმნება სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ, არსებობს საწარმო, რომლის არსებობას არც იურიდიული და არც ეკონომიური საფუძველი არ გააჩნია, მეორე მხრივ არ არსებობს ამ საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი გზა. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები გვთავაზობს ამ პრობლემების მოგვარების სამართლებრივ საშუალებას, რაც აღმოფხვრის არსებულ სამართლებრივ ჩიხს, რომელშიც ხვდება სამეწარმეო სუბიექტი“, - აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

საკანონმდებლო პაკეტი, რაღა თქმა უნდა, ლეგენდარულ დეპუტატებს კახა ანჯაფარიძეს, ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძეს ეკუთვნით.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები