კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გადაიდო

19 აპრილი, 2012

სააპელაციო სასამართლოში ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა საქმის განხილვა მსჯავრდებულთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

როგორც „პირველს“ ერთ-ერთი პატიმრის დავით კეკუტიას ადვოკატმა მარინა დამსაშვილმა განუცხადა, პატიმრების გამოუცხადებლობის მიზეზი თავად მოსამართლისათვისაც უცნობი იყო.

„მსჯავდებულების ადვოკატებს დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ის მეორდება, რაც საქალაქო სასამართლოზე ხდებოდა. იქაც პროცესი რამდენჯერმა შეჩერდა და გადაიდო. წინა სასამართლო სხდომაზე ყოლბაიამ განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა მოახდინეს და ჩვენება ასე მიაცემინეს. ასევე ყოლბაიასვე თქმით, ის ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ზოგიერთ პირს არც კი იცნობს. ყოლბაიას ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მას განცხადების გაკეთება, ანუ სააპელაციო საჩივრის დაზუსტება სურდა. როგორც ჩანს, მას ამის საშუალებას არ აძლევენ და ზეწოლას ახორციელებენ“, - განაცხადა დამსაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოში ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა საქმის განხილვა 20 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 4 დეკემბერს შსს-მ იმავე წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებული  პირები დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო შენაერთის სპეცსამსახურის თანამშრომელმა ევგენი ბორისოვმა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მშენებარე სამხედრო ბაზაზე მომუშავე მურმან ცხადაიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობის დაშინების, არეულობის გამოწვევისა და საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესის ხელყოფის მიზნით ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს. ბორისოვმა და ცხადაიამ ტერორისტული დაჯგუფების წევრების ცხადაიას, არქანიას, ყოლბაიას და სხვათა მეშვეობით 2009-2010 წლებში სამეგრელოს რეგიონში და თბილისში არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. კერძოდ, 2010 წლის 28 ნოემბერს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, "ლეობორისტული პარტიის" ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად მოქალაქე ნინო გორდეზიანი გარდაიცვალა.

მოგვიანებით სასამართლომ ძებნაში მყოფ მუხრან ცხადაიას - თავისუფლების უვადოდ აღკვეთა, ხოლო ძებნაში მყოფ ევგენი ბორისოვსა და მელორ ცხადაიას 30 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად განუსაზღვრა, მერაბ ყოლბაიას, გოგიტა არქანიას, ჯონი აბულაძეს, გოჩა ხურცილავას და დავით კეკუტიას კი დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ თავისუფლების 30-30 წლით აღკვეთა განესაზღვრა.  

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები