კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ შეხვედრას ლევან ბეჟაშვილიც ესწრებოდა

19 აპრილი, 2012

19 აპრილს დედოფლისწყაროში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ გამართულ დახურულ შეხვედრას, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილიც ესწრებოდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა განუცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრას პარლამენტის ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ავთანდილ ლეკაშვილი, პოლიციის უფროსი გიორგი ბუნტური და სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი ესწრებოდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის ირინე ურუშაძის თქმით, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს „კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-9 მუხლის თანახმად, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს. „შეხვედრა თუ პარტიული იყო, ბეჟაშვილმა ცალსახად დაარღვია კანონი“, - განუცხადა ურუშაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები