კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

19 აპრილი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზურა თერგიაშვილი, რომელიც გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მძღოლად მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ზურა თერგიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სამსახურიდან გათავისუფლებამდე „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერის გამო ის დაკითხვაზე ჯერ კონტროლის პალატამ დაიბარა, შემდეგ კი პოლიციამ.

„პოლიციიდან ვინმე ილია ოთარაშვილმა დამირეკა და მითხრა, უნდა დაგკითხოთო. მე მივედი „ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისის ადვოკატთან ერთად. „ყველა წვრილმანი მკითხეს, დაწყებული იქიდან სად ვარ დარეგისტრირებული, პასპორტის ნომერი, ყველაფერი, სად ვმუშაობ და ა.შ. ვაგრძელებდი მუშაობას გურჯაანის 03-ის სამსახურში მძღოლად. 1-ელ აპრილს მოვიდა თბილისიდან სია, ახალი დანიშვნების შესახებ. სამსახურში სულ 12 მძღოლი ვიყავით, მარტო მე გამათავისუფლეს. სასწრაფო დახმარების ცენტრში 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და არცერთი შენიშვნა არ მაქვს მიღებული“, - აღნიშნა ზურა თერგიაშვილმა.

„მე არ გამითავისუფლებია, გაათავისუფლა „ჯეოჰოსპიტალმა“. ჩემთან გათავისუფლების ბრძანებაც არ მოსულა. მოვიდა მხოლოდ დანიშვნების შესახებ ახალი ბრძანება, სადაც თერგიაშვილი აღარ იყო“, - განაცხადა გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მანანა ბერიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს, სამსახურიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის წევრი ზვიად ყვირალაშვილიც. ის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ შპს „კეთილმოწყობა“-ში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 1 მაისამდე ჰქონდა გაფორმებული. შპს „კეთილმოწყობას“ დირექტორი ფარნაოზ ბეროშვილია, რომელიც გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის მანანა ბერიკაშვილის შვილია.

ნინო კორაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები