გოგორელიანი, აბდალაძე და ქიტიაშვილი სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა
20.04.2012
ბერა ივანიშვილის მუსიკალური სტუდიის თანამშრომელი ლაშა გოგორელიანი და მასთან ერთად დაკავებული თენგიზ აბდალაძე და რევაზ ქიტიაშვილი სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ახალგაზრდების დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოიტანა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ გოგორელიანის ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ბედი ელის კიდევ ერთ დაკავებულს ვახტანგ მელიქიძეს, რომელსაც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებისას მარიხუანა აღმოაჩნდა. მაჭარაშვილის თქმით, 19 აპრილს მელიქიძის სასამართლო პროცესი არ გამართულა.
„სასამართლოს თანაშემწემ პირადად მითხრა, რომ გოგორელიანს 500-ლარიანი ჯარიმის ოქმი გადასცა და ის უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ლაშა პირადად არ მინახავს. ახლა შსს-ს ძველი თბილისის რაიონულ განყოფილებაში მივდივარ, რომ დეტალებში გავერკვე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ლაშა გოგორელიანი საპატრულო პოლიციამ 19 აპრილს საღამოს სამ პირთან ერთად დააკავა. შსს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა მედიას ოპერატიულად აცნობა, რომ გოგორელიანთან ერთად დაკავებულ ვახტანგ მელიქიძეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩნდა და პოლიციამ ისინი ნარკოლოგიულში გადაიყვანა შესამოწმებლად.
ლაშა გოგორელიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი პროგრამების ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის (ფაქო) ძმაა. ძმები ლაშა და ლევან გოგორელიანები ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-დან წამოვიდნენ და მუშაობა ბერა ივანიშვილის Georgian dreams studio-ში განაგრძეს.
აღსანიშნავია, რომ ლევან გოგორელიანმა რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდა, სად იმყოფებოდა მისი ძმა. „ჩემი ძმა საცხოვრებელ სახლთან მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მივიდნენ და გაიტაცეს. ჩემმა ძმამ პოლიცია არც იცის, რა არის. მთელი ცხოვრება წესიერი ცხოვრებით ცხოვრობს. წარმოდგენა არა მაქვს, რა გახდა ლაშას დაკავების მიზეზი. მითხრეს, რომ 6 მანქანა მოვარდა და წაიყვანეს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლაშა გოგორელიანმა.
Humanrights.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

